შესავალი ინფორმაცია

Livesport s.r.o. (“ჩვენ”, “ჩვენი”) პატივს სცემს მომხმარებელთა პირად სივრცეს (“თქვენ” ან “თქვენი”). წინამდებარე ინფორმაცია შეეხება პერსონალურ მონაცემთა (,,ინფორმაცია“) დამუშავებას და აღწერს, თუ როგორ ხდება ჩვენი მობილური აპლიკაციის მიერ ნებისმიერ ენაზე და ნებისმიერი ადგილიდან (,,მობილური აპლიკაცია“) შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება, გამჟღავნება და დაცვა. ჩვენ ვამუშავებთ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენს მობილურ აპლიკაციაზე რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან (მუხლი 2) და პირდაპირ მარკეტინგთან (მუხლის 3). თუ თქვენ განაცხადებთ თანხმობას მობილური აპლიკაციის კონტექსტში, თქვენი თანხმობით დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვისა (მუხლი 4) და მობილური აპლიკაციის გამოყენების ანალიზისთვის (მუხლი 5), რომელიც ასევე ვრცელდება თქვენზე.

  1. ჩვენი ვინაობ და საკონტაქტო ინფორმაცია

    1. ჩვენი, Livesport s.r.o.-ის, როგორც თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამმუშავებლის იურიდიული მისამართია: Bucharova 2928/14a, Stodůlky, 158 00 Praha 5, Aspira Business Centre, ჩეხეთის რესპუბლიკა, კომპანიის სარეგისტრაციო კოდია: 274 33 722, რეგისტრირებულია პრაღის მუნიციპალურ სასამართლოში დაცულ კომერციულ რეესტრში, ფაილის ნიშანი C113331.

    2. ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია გახლავთ შემდეგი: საფოსტო მისამართი Livesport s.r.o., Bucharova 2928/14a, Stodůlky, 158 00 Praha 5, Aspira Business Centre, ჩეხეთის რესპუბლიკა, მეილი: privacy@livesport.eu.

    3. ჩვენ დავნიშნეთ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან და თქვენი უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ელექტრონული ფოსტით dpo@livesport.eu.

  2. მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციასა და მის გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება

    1. მობილური აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავების სპეციფიკა. მობილური აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში ჩვენ ვამუშავებთ თქვენ მიერ მობილური აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას (IP მისამართი, Geo IP, ოპერატიული სისტემის მონაცემები, თქვენი ბრაუზერის ტიპი და ვერსია, და მომხმარებლის მობილური აპლიკაციის პარამეტრები) ქვემოთ მოხსენიებული B და C მიზნებისთვის, რომლებიც ავტომატურად გროვდება მობილური აპლიკაციის გამოყენებისას. ამასთან, ჩვენ ვამუშავებთ ასაკთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ინფორმაცია ჩვენთვის მოწოდებულია.

    2. რეგისტრაციასა და შესვლასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავების სპეციფიკა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ შექმნით მომხმარებლის ანგარიშს ან შეხვალთ მობილურ აპლიკაციაში უკვე შექმნილი ანგარიშის საშუალებით, ჩვენი სხვა პლატფორმის ან პროდუქტის გამოყენებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ მობილური აპლიკაციის გამოყენებისას A, B და C მიზნებისთვის თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლებიცაა:

      1. საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის, მოიცავს თქვენ მიერ მომხმარებლის ანგარიშის შექმნის დროს გამოყენებულ ელ-ფოსტას;

      2. ასაკთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ეს მოთხოვნილია თავდაპირველი რეგისტრაციისა ან შემდგომ შესვლის დროს;

      3. მობილური აპლიკაციის ფუნქციების გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები (მაგ. ხმის მიცემა გამოკითხვებში ან ფავორიტ გუნდებში);

      4. ფსევდონიმიზებული მაიდენტიფიცირებელი მობილური აპლიკაციის ფუნქციონირების მონიტორინგისა და ხარვეზების შეტყობინებისთვის (Crashlytics ID), თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ მიერ დაყენებულია სხვა ფსევდონიმიზებული მაიდენტიფიცირებლები და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ შექმნათ მომხმარებლის ანგარიში ან შეხვიდეთ მობილურ აპლიკაციაში უკვე არსებული ანგარიშით მესამე მხარის მეშვეობით (მაგ: Facebook, Gmail, Apple) ჩვენ, ასევე, დავამუშავებთ თქვენს სახელს, ფოტოსურათს და იმ ფსევდონიმიზებულ მაიდენტიფიცირებელს, რომელიც მოწოდებულია მესამე მხარის მიერ სისტემაში შესვლისათვის.

      5. ინფორმაცია თქვენი შესყიდვების შესახებ, მობილურ აპლიკაციაში ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    3. დამუშავების მიზნები. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

      • მიზანი A: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა ან იმ ხელშეკრულებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციისა და მობილურ აპლიკაციაში შესვლისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელებასთან.

      • მიზანი B: დასახელებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანია მობილური აპლიკაციის ტექნიკური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სწორი და გამართული ფუნქციონირება, ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკა და მობილური აპლიკაციის შემდგომი ოპტიმიზაცია (სამომავლო გაუმართაობის პრევენცია).

        ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად დავადგინეთ, რომ შესაძლებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება დასახელებული მიზნების მისაღწევად, რისთვისაც გამოვიყენეთ პროპორციულობის ტესტი, რომლის მიხედვითაც შეფასდა თქვენი უფლებების დაცვისა და ჩვენ ინტერესს შორის გამავალი ზღვარი. ამრიგად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომია სხვადასხვა მიზნებისათვის, რადგან ჩვენ ვიყენებთ ფსევდონიმიზებულ მაიდენტიფიცირებლებს, ხარვეზის აღმოფხვრა მობილურ აპლიკაციაში შედის მომხმარებლის ინტერესში და მობილური აპლიკაციის შემდგომი ოპტიმიზაცია, ასევე, წარმოადგენს მობილური აპლიკაციის ყველა მომხმარებლის ინტერესს. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ თქვენ ინტერესებსა და ძირითად უფლებებს გადაწონის ჩვენ მიერ ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური ინტერესები.

      • მიზანი C: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანია ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით საგადასახადო, საბუღალტრო და რეკლამის შესახებ რეგულაციების შესაბამისად.

    4. სამართლებრივი საფუძველი. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, თითოეული მიზნისთვის, გახლავთ შემდეგი:

      1. A მიზანთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ინფორმაციის დამუშავება საჭიროა ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან ზოგიერთი ხელშეკრულების დასადებად, როგორც ეს განმარტებულია ევრპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის (EU) 2016/679 რეგულაციის „პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვისა და ასეთი მონაცემების თავისუფალი მიმოცვლის შესახებ, რომელიც აუქმებს 95/46/EC დირექტივას, (მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია) 6(1) (b) მუხლში (მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია) (შემდგომში - „რეგულაცია“).

      2. B მიზანთან დაკავშირებით, ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი რეგულაციის მე-6(1)(f) მუხლის შესაბამისად, არის იმის უზრუნველყოფა, რომ მობილურმა აპლიკაციამ იმუშაოს გამართულად.

      3. C მიზნისთვის, რეგულაციის 6(1)(c) მუხლის შესაბამისად, არის ჩვენი კანონიერი ვალდებულების შესრულება.

    5. შენახვის პერიოდი. თქვენი პერსონალური მონაცემი მუშავდება

      • A მიზნისთვის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი (3) წლის განმავლობაში;

      • B მიზნისთვის, მომხმარებლის ანგარიშის შექმნასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ან თუ არ გაქვთ ანგარიში შექმნილი, მობილური აპლიკაციის გამოყენებიდან 1 თვის განმავლობაში.

      • C მიზნისთვის, იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია კანონიერი ვალდებულებების შესასრულებლად, მოქმედი სავალდებულო კანონმდებლობის შესაბამისად.

    6. სხვა ბენეფიციარები. პერსონალურ მონაცემებზე წვდომა შესაძლოა მიიღონ პირებმა, რომლებიც გვიწევენ ტექნიკურ სერვისს, მათ შორის, იმ პირებმა, რომლებიც გვაწვდიან ჰოსტინგს და პროგრამული უზრუნველყოფის სერვისებს. ამასთან, სხვა კომპანიებმა, რომლებიც შედიან ჩვენს გუნდში ( „ჩვენი გუნდი“). შესაბამისი საჯარო ორგანოები, ასევე, შეიძლება იყვნენ თქვენი პერსონალური მონაცემების დამატებითი მიმღებები, რათა შევასრულოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

    7. თქვენი უფლებები. რეგულაციით და ზემოთ დასახელებული მიზნებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ნებართვა ჩვენ მიერ თქვენს პერსონალურ მონაცემზე წვდომის დასაშვებად. ასევე, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემის გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა და სხვაგან გადატანა. აქვე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა მოვითხოვოთ თქვენი ვინაობის გადამოწმება, ასეთი მოთხოვნის შესრულებამდე.

      1. ნებისმიერ დროს, თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება არღვევს ან დაარღვევს რეგულაციას, უფლება გაქვთ, მათ შორის, შეიტანოთ საჩივარი ზედამხედველ უფლებამოსილ ორგანოში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ზედამხედველ ორგანოებში, თქვენი საცხოვრებელი, სამუშაო ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დარღვევის ფაქტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.

      2. უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უარყოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება B მიზნისთვის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უარყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების B მიზნისთვის დამუშავებას, ჩვენ არ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვიდრე არ გვექნება თქვენი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის, კერძოდ, ჩვენი სამართლებრივი პრეტენზიების დასასაბუთებლად, განსახორციელებლად ან დასაცავად საჭირო ლეგიტიმური მიზანი და საფუძველი.

      3. თქვენ არ ხართ ვალდებული, მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. თუმცა, თქვენი პერსონალური მონაცემები მნიშვნელოვანია A მიზნის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისთვის, დასახელებული პერსონალური მონაცემების გარეშე შეუძლებელია ხელშეკრულების მომზადება და შემდგომ მისი შესრულება, ეს კი შესაძლოა გახდეს იმის საფუძველი, რომ მობილური აპლიკაციის მომხმარებელს შეეზღუდოს იმ პლატფორმებზე წვდომა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემების C მიზნისთვის დამუშავება დაკავშირებულია მობილური აპლიკაციის საშუალებით განხორციელებულ შესყიდვებთან.

  3. რეგისტრირებული მომხმარებლების პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება

    1. დამუშავების სპეციფიკა. თუ თქვენ შექმენით მობილური აპლიკაციის ანგარიში, ან შეხვედით მობილურ აპლიკაციაში ჩვენი სხვა პლატფორმიდან ან სხვა პროდუქტის უკვე რეგისტრირებული ანგარიშიდან, მისი გამოყენების მიზნით, ჩვენ, შესაძლოა, გამოგიგზავნოთ ჩვენ მსგავს სერვისებთან დაკავშირებული კომერციული შეთავაზებები (მარკეტინგული შეთავაზება) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მიზნისთვის ჩვენ ვამუშავებთ:

      1. საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც, მათ შორის, მოიცავს თქვენ მიერ ანგარიშის შექმნის დროს გამოყენებულ ელ-ფოსტას;

      2. ფსევდონიმიზებულ მაიდენტიფიცირებელს, რომელიც დაყენებულია თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევისთვის თუ თქვენ გადაწყვეტთ შექმნათ მომხმარებელი ან შეხვიდეთ მობილურ აპლიკაციაში უკვე არსებული მომხმარებლით მესამე მხარის მეშვეობით (მაგ: Facebook, Gmail, Apple) ჩვენ, ასევე, დავამუშავებთ ფსევდონიმიზებულ მაიდენტიფიცირებელს, რომელიც მოწოდებულია მესამე მხარის მიერ სისტემაში შესვლისათვის.

      წინამდებარე პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის დამოკიდებული თქვენს თანხმობაზე, თუმცა თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება, უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

    2. დამუშავების მიზანი. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანია, იმპერატიული საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით უზრუნველვყოთ თქვენთვის, როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, კომერციული შეთავაზებების გამოგზავნა.

    3. სამართლებრივი საფუძველი. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია ჩვენი სამართლებრივი ინტერესისა და ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფა, როგორც ეს განმარტებულია რეგულაციის 6(1)(f) მუხლში.

    4. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ თქვენ ხართ ჩვენი მომხმარებელი (მომხმარებელი) და ჩვენ გაძლევთ მარტივ, მკაფიო და უფასო შესაძლებლობას, უარი თქვათ თქვენი ელექტრონული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებაზე კომერციული შეთავაზებების გამოსაგზავნად, მონაცემთა შეგროვების დროს.

      1. კომერციული შეთავაზებების გამოგზავნის დროს ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმპერატიული სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად.

      2. რეგულაციის პრეამბულის 47-ე პარაგრაფის გათვალისწინებით: ,,პერსონალურ მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის განიხილება, როგორც დამუშავება ლეგიტიმური მიზნისთვის“.

      3. ჩვენ შევაფასეთ არის თუ არა კომერციული შეთავაზებების გამოგზავნის მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერი, რისთვისაც გამოვიყენეთ პროპორციულობის ტესტი და შევაფასეთ თქვენს უფლებებსა და ჩვენ ინტერესს შორის გამავალი ზღვარი. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ თავდაპირველი კანონმდებლობით გათვალისიწინებული წინაპირობების შესრულება კომერციული შეთავაზებების გაგზავნისთვის არ ეწინააღმდეგება კანონს. მხედველობაში მივიღეთ ის ფაქტიც, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, უარყოთ კომერციული შეთავაზება ნებისმიერ დროს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ თქვენი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, დაცულ იქნეს თქვენი პერსონალური მონაცემები, მის დამუშავებაზე თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ვერ გადაწონის ჩვენ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც გვაქვს კომერციული შეთავაზებების გამოგზავნის დროს.

      4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენ გონივრულად შეიძლება მოელოდეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომერციული კომუნიკაციების გაგზავნის მიზნით, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი იქნება თქვენი პერსონალური მონაცემების კომერციული კომუნიკაციის დამყარების მიზნით დამუშავების სამართლებრივი საფუძველი.

    5. შენახვის პერიოდი. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ხელშეკრულების დასრულებიდან (3) სამი წლის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს, კომერციული შეთავაზებების გამოგზავნის მიზნით თქვენ მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების უარყოფამდე, ნებისმიერ მსგავს მოთხოვნამდე ან, მათ შორის, პერსონალური მონაცემების წაშლის უფლების გამოყენებამდე.

    6. სხვა მიმღებები. პიროვნებები, რომლებიც მარკეტინგულ სერვისებს გვაწვდიან ჩვენი ინსტრუქციის გათვალისწინებით, პიროვნებები, რომლებიც მართავენ ჩვენს ვებ-გვერდს ან მობილურ აპლიკაციას (მონაცემთა დამმუშავებლები) და ჩვენი გუნდის სხვა კომპანიები, რომლებიც არიან თქვენი პერსონალური მონაცემების სხვა მიმღებები.

    7. თქვენი უფლებები. რეგულაციის გათვალისწინებით, უფლება გაქვთ მოითხოვოთ ნებართვა ჩვენ მიერ თქვენს პერსონალურ მონაცემზე წვდომის დასაშვებად. ასევე, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემის გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა.

      1. თუ თქვენ ეჭვობთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება არღვევს ან დაარღვევს რეგულაციას, უფლება გაქვთ, მათ შორის, შეიტანოთ საჩივარი ზედამხედველ უფლებამოსილ ორგანოში, კონკრეტულად კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ზედამხედველ ორგანოებში, თქვენი საცხოვრებლის, სამუშაოს ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დარღვევის ფაქტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.

      2. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე, მათ შორის პროფაილინგზე, თუ პროფაილინგი უკავშირდება პირდაპირ მარკეტინგს. თუ თქვენ უარს აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავებაზე, თქვენი პერსონალური მონაცემები აღარ დამუშავდება ასეთი მიზნებისთვის.

  4. პირდაპირ მარკეტინგულ მიზნებთან დაკავშირებული დამუშავება (თქვენი თანხმობით)

    1. დამუშავების სპეციფიკა. თქვენი თანხმობით ჩვენ ვამუშავებთ თქვენს:

      1. საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც, მათ შორის, მოიცავს თქვენ მიერ მომხმარებლის შექმნის დროს გამოყენებულ ელ-ფოსტას;

      2. ასაკთან დაკავშირებულ ინფორმაციას, იმ შემთხვევაში თუ ის მოწოდებული გაქვთ ჩვენთვის;

      3. ფსევდონიმიზებულ მაიდენტიფიცირებელს, რომელიც დაყენებულია თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენ გადაწყვეტთ შექმნათ მომხმარებელის ანგარიში ან შეხვიდეთ მობილურ აპლიკაციაში უკვე არსებული ანგარიშით მესამე მხარის მეშვეობით (მაგ: Facebook, Gmail, Apple) ჩვენ ასევე დავამუშავებთ ფსევდონიმიზებულ მაიდენტიფიცირებელს, რომელიც მოწოდებულია მესამე მხარის მიერ სისტემაში შესვლისათვის.

      4. მობილური აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას (მაგ: IP მისამართი და Geo IP) და თქვენს მოწყობილობასთან დაკავშირებულ ინორმაციას ( მაგ: UUID/UDID), რომელიც გროვდება ავტომატურად, მობილური აპლიკაციის გამოყენებისას.

      კომერციული შეთავაზებების (მარკეტინგული შეთავაზებების) გაგზავნის მიზნით, ჩვენი ჯგუფის ან მესამე მხარის პოპულარიზაციის მიზნით ან თქვენ მიმართ სხვა მარკეტინგული აქტივობების განხორციელების მიზნით. პერსონალური მონაცემების ამგვარი დამუშავება ეფუძნება თქვენ მკაფიო თანხმობას, რომელის გაუქმების უფლებაც გაქვთ ნებისმიერ დროს.

    2. დამუშავების მიზნები. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია გამოგიგზავნოთ კომერციული შეთავაზებები და სხვა თქვენთვის განკუთვნილი მარკეტინგული აქტივობები, რომელიც მოიცავს, პროფაილინგსა და შემდგომში ნაჩვენები რეკლამების პერსონალიზაციას.

    3. სამართლებრივი საფუძველი. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია რეგულაციის 6(1)(a) მუხლით გათვალისწინებული თქვენი თანხმობა.

    4. დამუშავების პერიოდი. თქვენი პეროსნალური მონაცემები მუშავდება (ინახება) დამუშავებაზე თქვენი თანხმობის მიღებიდან ოთხი (4) წლის განმავლობაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უარყოფთ მისი დამუშავების ნებართვას დასახელებული მიზნისთვის.

    5. სხვა მიმღებები. პიროვნებები, რომლებიც გვაწვდიან და არჩევენ მარკეტინგულ სერვისებს ჩვენთვის, აქ ჩამოთვლილი უფლებამოსილი პირები, ასევე პიროვნებები, რომლებიც მართავენ ჩვენს ვებ-გვერდს ან მობილურ აპლიკაციებს და სხვა კომპანიები, რომლებიც შედიან ჩვენს გუნდში (მონაცემთა დამმუშავებელები), და ისეთი ფართომასშტაბიანი სოციალური ქსელები, როგორიცაა Facebook, Twitter, LinkedIN (როგორც მაკონტროლებელი ან ერთ-ერთი მაკონტროლებელი, როგორც შეიძლება იყოს) არიან თქვენი პერსონალური მონაცემების მთავარი მიმღებები.

    6. თქვენი უფლებები. რეგულაციის დებულებების გათვალისწინებით, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ნებართვა ჩვენ მიერ თქვენს პერსონალურ მონაცემზე წვდომის დასაშვებად, უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემის გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა და თქვენი პერსონალური ინფორმაციის პორტაბელურობის დაცვა.

      1. ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება, უარყოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ეს არ იმოქმედებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე თანხმობის ასეთ გაუქმებამდე. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ჩვენ მიერ გამოგზავნილ ნებისმიერ კომერციულ კომუნიკაციაში მითითებულ ჰიპერბმულზე გადასვლით ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით ჩვენს საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართზე. (იხილეთ 1.2 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია).

      2. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება არღვევს ან დაარღვევს რეგულაციას, უფლება გაქვთ, მათ შორის, შეიტანოთ საჩივარი ზედამხედველ უფლებამოსილ ორგანოში, კონკრეტულად კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ზედამხედველ ორგანოებში, თქვენი საცხოვრებლის, სამუშაოს ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დარღვევის ფაქტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.

      3. თქვენ არ გაქვთ ვალდებულება, მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. პერსონალურ მონაცემთა მიწოდების უზრუნველყოფა არ არის სამართლებრივი ან სახელშეკრულებო მოთხოვნა, რომელიც აუცილებელია სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესასვლელად.

  5. დამუშავება, რომელიც დაკავშირებულია მობილური აპლიკაციის ანალიტიკასთან

    1. დამუშავების სპეციფიკა. თქვენი თანხმობით ჩვენ ვამუშავებთ თქვენს:

      1. საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც, მათ შორის, მოიცავს თქვენ მიერ მომხმარებლის ანგარიშის შექმნის დროს გამოყენებულ ელ-ფოსტას;

      2. ასაკთან დაკავშირებულ ინფორმაციას, იმ შემთხვევაში თუ ის მოწოდებული გაქვთ ჩვენთვის;

      3. ფსევდონიმიზებულ მაიდენტიფიცირებელს, რომელიც დაყენებულია თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენ გადაწყვეტთ შექმნათ მომხმარებელის ანგარიში ან შეხვიდეთ მობილურ აპლიკაციაში უკვე არსებული ანგარიშით მესამე მხარის მეშვეობით (მაგ: Facebook, Gmail, Apple) ჩვენ ასევე დავამუშავებთ ფსევდონიმიზებულ მაიდენტიფიცირებელს, რომელიც მოწოდებულია მესამე მხარის მიერ სისტემაში შესვლისათვის.

      4. ანალიტიკურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია მობილურ აპლიკაციაში თქვენ აქტივობებთან და იმ ფსევდონიმიზირებულ მაიდენტიფიცირებელთან, (მაგ: მომხმარებლის ID, მომხმარებლის ფსევდო ID) რომლებიც მუშავდება ჩვენი და მესამე პირების მიერ, რომლებიც აგროვებენ, აანალიზებენ და აფასებენ მობილურ აპლიკაციაში თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებულ მონაცემებს.

      ზემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს ჩვენ ვამუშავებთ მობილური აპლიკაციის გამოყენების შეგროვების, ანალიზისა და შეფასების მიზნით. პერსონალური მონაცემების ეს დამუშავება ეფუძნება თქვენს მკაფიო თანხმობას, რომლის გაუქმების უფლებაც ნებისმიერ დროს გაქვთ.

    2. დამუშავების მიზანი. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და შეფასების, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მობილური აპლიკაციის შემდგომი ოპტიმიზაცია და გაუმჯობესება.

    3. სამართლებრივი საფუძველი. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია რეგულაციის 6(1)(a) მუხლით გათვალისწინებული თქვენი თანხმობა.

    4. დამუშავების პერიოდი. ჩვენ ვამუშავებთ (ვინახავთ) დასახელებული მიზნისთვის თქვენს პერსონალურ მონაცემებს მაქსიმუმ 50 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ისარგებლეთ მობილური აპლიკაციით. დამუშავება შეწყდება თუ უარს განაცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

    5. სხვა მიმღებები. პირები, რომლებიც აგროვებენ, აანალიზებენ და აფასებენ ჩვენთვის მობილური აპლიკაციის გამოყენების შესახებ მონაცემებს, არიან თქვენი პერსონალური მონაცემების დამატებითი მიმღებები. კერძოდ, აღნიშნული პირების დეტალური ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

    6. თქვენი უფლებები. რეგულაციის დებულებების გათვალისწინებით, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემზე წვდომის დაშვება, თქვენი პერსონალური მონაცემის გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა და თქვენი პერსონალური ინფორმაციის პორტაბელურობის დაცვა.

      1. ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება, უარყოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ეს არ იმოქმედებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე, თანხმობის ასეთ გაუქმებამდე. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გაუქმება შეგიძლიათ მობილური აპლიკაციის სათანადო ფუნქციის ან ჩვენი საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის (იხილეთ ინფორმაციის 1.2. მუხლი) საშუალებით.

      2. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება არღვევს ან დაარღვევს რეგულაციას, უფლება გაქვთ, მათ შორის, შეიტანოთ საჩივარი ზედამხედველ უფლებამოსილ ორგანოში, კონკრეტულად კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ზედამხედველ ორგანოებში, თქვენი საცხოვრებლის, სამუშაოს ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დარღვევის ფაქტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.

      3. თქვენ არ გაქვთ ვალდებულება, მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. პერსონალურ მონაცემთა მიწოდების უზრუნველყოფა არ არის სამართლებრივი ან სახელშეკრულებო მოთხოვნა და ის არ არის საჭირო თქვენ მიერ ხელშეკრულების დასადებად.

  6. თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება

    1. ჩვენ ვიყენებთ ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ფაქტობრივ უსაფრთხოების ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად, რომლებიც შეესაბამება სავალდებულო სამართლებრივ რეგულაციებს.

  7. სხვა ინფორმაცია.

    1. გადაწყვეტილების ავტომატური მიღება. ჩვენ არ ვიღებთ რეგულაციის 22-ე მუხლის მნიშვნელობით განსაზღვრულ ავტომატიზირებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს.

    2. მესამე პირების აქტივობები. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე მხარის ქმედებებზე, რომლებსაც თქვენ გაუმჟღავნებთ პერსონალურ ან სენსიტიურ ინფორმაციას და ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავაკონტროლოთ მესამე მხარის შეთავაზებების გაგზავნა. თუ აღარ გსურთ მიიღოთ მიმოწერა, ელექტრონული ფოსტის შეტყობინება ან სხვა კომუნიკაციები მესამე მხარისგან, გთხოვთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ ასეთ მესამე მხარეს.

  8. პერსონალური მონაცემების გადაცემა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ

    1. ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მიზანმიმართულად მესამე ქვეყანას (ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას) ან საერთაშორისო ორგანიზაციას. თუმცა, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, როგორიცაა ზემოთ ნახსენები პერსონალური მონაცემების სხვა მიმღებები, შეიძლება არ იყვნენ ევროკავშირის ფარგლებში დაფუძნებული კომპანიები ან შესაძლოა, ისინი ინახავდნენ მონაცემებს ევროკავშირის გარეთ არსებულ სერვერებზე. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება მოხდეს "თქვენი მონაცემების გადაცემა მესამე ქვეყნებში (ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში)" რეგულაციის მნიშვნელობით, მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, რომლებისთვისაც ევროკომისიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ევროკავშირის სამართლის იდენტური დაცვის შესახებ. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას და დაცვას როგორც ჩვენი სტანდარტული მონაცემთა დაცვის პირობების შესაბამისად, ასევე რეგულაციის 46-ე მუხლში მითითებული შესაბამისი გარანტიების მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია, მაგალითად, აქ.

  9. ცვლილებები და შესწორებები

    1. ჩვენ შეგატყობინებთ ამ ინფორმაციის ნებისმიერ ცვლილებას.

    2. ჩვენ გირჩევთ, რეგულარულად შეამოწმოთ ეს ინფორმაცია, რათა დარწმუნდეთ, რომ გაფრთხილებული ხართ თქვენი უფლებების შესახებ.

პრაღა, 09.10.2023

Livesport s.r.o.